Belive

მილტონ ჰეიგი სანგოლიათის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი - მილტონ ჰეიგი, "სანტორი სანგოლიათის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, რომელსაც იაპონიამ უმასპინძლა, მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და იაპონური სარაგბო კლუბი ჩაიბარა.

"სანტორი სანგოლიათის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის (2019-2022) განმავლობაში, ჰეიგის მეთაურობით, სარაგბო კლუბმა ქვეყნის პირველობის ფინალში ორჯერ იასპარეზა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ზელანდიელ სპეციალისტს იაპონელი კიენორი ტანაკა ჩაანაცვლებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილტონ ჰეიგთან ერთად, "სანტორი სანგოლიათი" დამიან მაკკენზიმაც დატოვა.

შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2011-2019 წლებში წვრთნიდა. მისი მეთაურობით "ბორჯღალოსნები" 7-ჯერ გახდნენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორები, ასევე 7-ჯერ დაეუფლნენ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს. ჰეიგის სახელს უკავშირდება 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობა, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვება მოიპოვეს (ტონგა, ნამიბია) მე-3 ადგილი დაიკავეს და მომდევნო მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად გაინაღდეს.

სხვა სტატიები