Belive

მილტონ ჰეიგი: "მარტივი შეხვედრა არ გვექნება."

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
17 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათზე, რაგბი ევროპა ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართება. "ავჭალაზე" საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩამდე მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: "ესპანეთის ნაკრებთან ადვილი მატჩი არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე იქნება. 2019 წელს პირველ საშინაო მატჩს ვატარებთ და მნიშვნელოვანია როგორ წარვსდგებით საკუთარი ოჯახებისა და გულშემატკივრის წინაშე," - განაცხადა ჰეიგმა. აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ორივე ნაკრებმა მოიგო. საქართველომ რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა, ესპანეთმა კი რუსეთთან 16:14 მოიგო.

სხვა სტატიები