Belive

მილტონ ჰეიგი აშშ-ს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი ახალ ზელანდიელი მწვრთნელი - მილტონ ჰეიგი, აშშ-ს ქალთა მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ს ქალთა ნაკრების მწვრთნელმა ნაკრები დროებით დატოვა, ახლა კი მილტონ ჰეიგი ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდეს, რადგან მომავალ კვირას აშშ-ს ქალთა ნაკრები საშემოდგომო ტესტების სერიისთვის ემზადება და დადებითი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, მილტონ ჰეიგს ნაკრების მწვრთნელად უკვე დიდი ხნით დანიშნავენ. 

შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 8 წლის განმავლობაში იყო (2011-2019 წლები). მან ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე საასპარეზოდ 2-ჯერ, 2015 და 2019 წლებში გაიყვანა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს - მილტონ ჰეიგს, ეროვნულ ნაკრებში გაწეული სამუშაოსთვის, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

"ბორჯღალოსნების" დატოვების შემდეგ კი ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი იაპონიაში, კერძოდ კი "Suntory Sungoliath"-ში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 

სხვა სტატიები