Belive

მიხეილ შიოშვილის აღიარება | U20 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო 8 ნომერი

4 თვის წინ რაგბი
2 წთ

2025 წლის 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები გახდა, რომელთაც ფინალში ახალ ზელანდიელები 15:23 დაამარცხეს.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მე-9 პოზიციით დაასრულა. ქართველებმა მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში შოტლანდია 22:7 დაამარცხეს.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო გუნდი შედგა, სადაც საუკეთესო 8 ნომრად, საქართველოს ნაკრების მორაგბე - მიხეილ შიოშვილი დასახელდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვეც გახდა (7 ლელო) - გარდა ამისა, შიოშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო მექულეთა შორის 35 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მიხეილ შიოშვილი

გთავაზობთ 'RugbyPass'-ის მიერ შედგენილ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს.

შერკინება

  • N1 - დიეგო კორეა (არგენტინა)

  • N2 - სიმპოსეტუ მნებელელე (სამხრეთ აფრიკა)

  • N3 - რომას რაპეტი (არგენტინა)

  • N4 - რაილი ნორტონი (სამხრეთ აფრიკა)

  • N5 - აისაკე ვაკასიუოლა (ახალი ზელანდია)

  • N6 - ბათობელე ჰლეკანი (სამხრეთ აფრიკა)

  • N7 - ნელსონ კასარტელი (იტალია)

  • N8 - მიხეილ შიოშვილი (საქართველო)

უკანა ხაზი

  • N9 - ჰაშიმ პიდი (სამხრეთ აფრიკა)

  • N10 - ვუსი მოიო (სამხრეთ აფრიკა)

  • N11 - იაკო უილიამსი (სამხრეთ აფრიკა)

  • N12 - ჰაკი ვაისმენი (ახალი ზელანდია)

  • N13 - ფელიპე ლედესმა (არგენტინა)

  • N14 - ჩესვილ იოსტე (სამხრეთ აფრიკა)

  • N15 - სიდ ჰერვი (ავსტრალია).

სხვა სტატიები