Belive

მერაბ შარიქაძე: "კლერმონთან გადაჭედილ ტრიბუნებს ვისურვებდი"

4 თვის წინ რაგბი
2 წთ

‘შავი ლომის’ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ 27:17 მოგებული მატჩი შეაფასა და გუნდის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა:

„მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 17 ქულით დავწინაურდით, რთული თამაში გამოვიდა, რასაც თავისი მიზეზი ქონდა. უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით, მაგრამ პირადად ჩემთვის გაუგებარია რაზე გვაჯარიმებდა რეფერი და რატომ აჩვენა წითელი ბარათი გიორგი კერვალიშვილს, მაშინ, როდესაც მსგავსი თავი თავში კონტაქტი პირიქითაც ძალიან ბევრი იყო“.

„გარდა ამისა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ‘ჰითი’ ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მთავარია, რომ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება და თასი ზედიზედ მესამედ შევმართეთ. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ასეთ უხერხულ დროს დაინიშნა, რაც სუფთად რაგბი ევროპის პასუხისმგებლობაა, მაინც მოვიდნენ „ავჭალაზე“ და თითქმის სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშეთ“.

‘შავ ლომს’ უახლოეს პერიოდში კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე – 13 იანვარს ‘კასტრთან’ საფრანგეთში და 20 იანვარს თბილისში, „მიხეილ მესხზე“, ასევე ფრანგულ გრანდ ‘კლერმონთან’.

„ფრანგული გუნდის წინააღმდეგ ‘შავ ლომს’ ჯერ არ უთამაშია და ეს ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ‘კასტრიც’ და ‘კლერმონიც’ ამ შეხვედრებისთვის განსაკუთრებით მოემზადება, მით უმეტეს ‘სქარლეთსთან’ გამარჯვების შემდეგ. ვისურვებდი, რომ ‘კლერმონთან’ მატჩზე „მიხეილ მესხის“ ტრიბუნები გადაჭედილი იყოს. ფრანგებს უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ გვიყვარს ქართველებს რაგბი“.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები