Belive

მერაბ შარიქაძე: ,,არაფერი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, გარდა ჩემპიონობისა''

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, პორტუგალიასთან გასამართ ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი მოცემულობიდან, მგონი, მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე და გულდასაწყვეტია, რომ ეს ფინალი ესპანეთში ტარდება და არა საქართველოში, თუმცა კარგად უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს ჩვენთვის არაფერს არ შეცვლის.

ამ მატჩს არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სიმბოლურთან ერთად, ძალიან პრინციპულიცაა. მინდა გითხრათ, რომ, როგორც წესი, მსგავსი რაღაცები სათვალავში არ არის, მაგრამ ახლა იმდენად ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს, რომ არაფერი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, გარდა ჩემპიონობისა,'' - განაცხადა შარიქაძემ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას შეხვდება. მატჩი ხვალ, ბადახოსში (ესპანეთი), 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები