Belive

მერაბ შარიქაძე: ,,ამ მსაჯმა საფრანგეთთან მატჩში იმსაჯა და 12 შეცდომა დაუშვა''

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, სამოასთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ბევრი რომ არ ვისაუბრო მსაჯზე, იმედია რაგბის მესვეურები გადაახვევენ და ნახავენ ამ მატჩს.

ზოგადად, ბევრ მომენტში ბევრი საყოყმანო გადაწყვეტილება მიიღო და არ ვიცი... ამ მსაჯზე ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან ცუდად მსაჯობს. არ ვიცი, რა ვთქვა... ეს იგივე მსაჯი იყო, ვინც ჩვენი მატჩი საფრანგეთთან იმსაჯა და 12 შეცდომა ჰქონდა იქ. რეპორტი გავგზავნეთ და ისევ ეს დაგვინიშნეს და კვლავ ასე იმსაჯა.

კარგი იქნებოდა, ისეთი მაგრები ვყოფილიყავით რომ მსაჯიანად მოგვეგო, მაგრამ ვერ აღმოვჩნდით ეგეთი მაგრები,'' - განაცხადა შარიქაძემ.

ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამოას უმასპინძლა და 19:20 დამარცხდა.

,,ბორჯღალოსნები” მომავალ შეხვედრას 19 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები