Belive

მძიმე დარტყმა საფრანგეთს - დუპონის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის A-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, მასპინძელმა საფრანგეთმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საფრანგეთისა და ნამიბიის მატჩი, "ლე ბლეს" გამარჯვებით, 96:0 დასრულდა.

ფრანგებმა მეტოქეს 14 ლელო გაუტანეს და გაანადგურეს, თუმცა, მათი ტრიუმფალური გამარჯვება ანტუან დუპონის ტრავმამ დაჩრდილა, რომელიც ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა. 47-ე წუთზე, ნამიბიელმა მოთამაშემ იუხეშა და ფრანგ ვარსკვლავს სახის არეში მხრით დაეჯახა - მართალია დეისელი წითელი ბარათით დაისაჯა, მაგრამ მოედნის ნაადრევად დატოვება ანტუან დუპონსაც მოუხდა.

თავდაპირველად დუპონი ტვინის შერყევაზე შესამოწმებლად გაიყვანეს, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ მისი ტრავმა გაცილებით უფრო მძიმე იყო და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დუპონს სახის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანტუან დუპონი ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში იტალიის წინააღმდეგ ვერ მიიღებს მონაწილეობას და ასევე გამოტოვებს 1/4-ფინალურ შეხვედრას. "ლე ბლეს" სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავი 1/2-ფინალამდე გამოჯანმრთელდება და მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.

სხვა სტატიები