Belive

"მაქვს პასუხისმგებლობები, რომელსაც შუა გზაზე ვერ მივატოვებ" - ლევან მაისაშვილი

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის სუპერთასის ახალი სეზონი "შავმა ლომმა" დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. პირველ შეხვედრაში "შავი ლომი" "იბერიანსს" დაუპირისპირდა და 39:19 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ დასმულ კითხვასაც გასცა პასუხი.

მე მაქვს პასუხისმგებლობები, რისი შუა გზაზე მიტოვებაც არ შეიძლება. დამიჯერეთ, ამხელა დამღლელი მსოფლიოს შემდეგ, ამ საქმეს სიამოვნებით დავუთმობდი ნებისმიერს, ვინც გადაიბარებს, მაგრამ სანამ კანდიდატს არ მოვძებნით, სანამ ეს პროცესი არ მივა ბოლომდე, მე მომიწევს აქ ყოფნა.
ვეძებთ ახალ მთავარ მწვრთნელს. ჩვენ განსხვავებული სპეციფიკის ფრანჩიზა გვყავს, რაც ნიშნავს, რომ ნაკრების მოთამაშეების 50-60% ფრანჩიზაში არიან, შესაბამისად ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვალდებული უნდა იყოს, რომ ფრანჩიზაზე ჰქონდეს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ 11 კვირა აქტივობა - როგორ წარმოგიდგენიათ ეს? აქედან გამომდინარე ეს ადვილი არ არის, კავშირი ეძებს კანდიდატს, ვინც ამ საქმეს გადაიბარებს და შესაბამისად გადაიბარებს "შავი ლომის" გუნდსაც. - ლევან მაისაშვილი.

სხვა სტატიები