Belive

ლუკა ცირეკიძე კარიერას შავ ლომში გააგრძელებს

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

"ლელო სარასენსისა" და საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე - ლუკა ცირეკიძე, პროფესიონალურ კარიერას "შავ ლომში" გააგრძელებს. 

ცირეკიძის ტრანსფერი "ლელო სარასენსმა" ოფიციალურად დაადასტურა და ახალგაზრდა მორაგბეს, კარიერის ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. 

სამხრეთ აფრიკაში გამართულ U20 რაგბის მსოფლიო თასზე, სადაც საქართველომ ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ლუკა ცირეკიძემ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. თავის მხრივ, პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი" 2023/24 წლების სეზონის "ჩელენჯ ქაფზე" იასპარეზებს და განაცხადში ისეთი ახალგაზრდა მორაგბის დამატება, როგორიც ცირეკიძეა, "შავ ლომს" კიდევ უფრო გააძლიერებს. 

სხვა სტატიები