Belive

ლუკა ჯაფარიძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

ლუკა ჯაფარიძე კარიერას "ბრივიდან" "მონპელიეში" გააგრძელებს. ქართველმა მორკინალმა ფრანგულ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ძალიან მოხარული ვართ, რომ ლუკა ჩვენს რიგებში ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ მორკინალია ის მოედანზეც ძალიან მოძრავია. მისი დამატება ჩვენს გუნდს სამი წლის განმავლობაში სერიოზულ ძალას შეჰმატებს" - განაცხადა ფილიპ სენტ-ანდრემ.

ლუკა ჯაფარიძე "ბრივის" 2018 წელს შეუერთდა ქართველის დებიუტი პირველ გუნდში მალევე შედგა. 2021/2022 წლების სეზონში ჯაფარიძემ 21 თამაშიდან 16 სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

სხვა სტატიები