საფრანგეთის ტოპ 14-ის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "ლიონი" "ლა როშელს" დაუპირისპირდა. ლიონში გამართული დაძაბული დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, 26:29 დასრულდა. ტოპ 14-ის 26-ე ტურის მატჩში, ქართველმა მორაგბეებმა ტრავმების გამო ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება.
აღსანიშნავია, რომ გაწითლებულ დროში "ლიონს" ლელოს დადებისა და მატჩის მოგების ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ ფულბეკმა - ტობი არნოლდმა 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა და ბურთი "ლა როშელის" ლელოს ხაზის სიახლოვეს დაუვარდა.
13 მოგებითა და 13 მარცხით, "ლიონმა" 64 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილი დაიკავა, რაც პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.