Belive

"ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - პრეზიდენტი რაგბის ნაკრების მწვრთნელზე

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც იცით, მაისაშვილი ივლისში კორონავირუსით მაშინ დაინფიცირდა, როდესაც ის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში, ტესტ მატჩის ჩასატარებლად იმყოფებოდა.
"საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში - Milpark hospitals . ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო. ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ," - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სხვა სტატიები