Belive

ლევან მაისაშვილი: „რუმინელებისთვის მთელ რიგ კომპონენტებში პასუხი გვაქვს გასაცემი“

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

„შარშან რუმინელები მომზადებულები დაგვხვდნენ, სიურპრიზები შემოგვთავაზეს და ცოტა გაგვირთულდა თამაში. ამიტომ მათთვის მთელ რიგ კომპონენტებში პასუხი გვაქვს გასაცემი“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე.

საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში „მუხებს“ 5 მარტს, 16 საათზე „ავჭალაზე“ მასპინძლობს. რუმინელებისთვის პასუხის გაცემისა და ფინალის საგზურის მოპოვების გარდა, არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენს მორაგბეებს მოტივაციას მატებს:

„წელს მეოთხე კვირა გავატარეთ ერთად და ბიჭებს თავდაჯერებულობა მოემატათ, გაცილებით უკეთ სრულდება სათამაშო მონახაზი. სამწუხაროდ გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რისგან დაზღვეულიც არავინაა. ჩვენსა და რუმინელებს შორის ანთიმოზ ივერიელის თასი თამაშდება, რაც დამატებითი მოტივაციაა. ბევრი მიზეზი გვაქვს იმისათვს, რომ მაყურებელს კარგი სანახაობრივი ბრძოლა ვაჩვენოთ და ამისთვის ყველანი მზად ვართ“.


222

გამარჯვების მოლოდინი აქვს გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს:

„ჩვენი სურვილია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატითაც მოვიგოთ. ამისათვის ჯერ ნახევარფინალში უნდა გავიმარჯვოთ და მერე ფინალში. რუმინელებს ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც ვერკინებით. ეს თასი ძალიან გვიყვარს და გვინდა კიდევ არაერთი წლით დარჩეს ჩვენთან. იმედია ასეც იქნება“.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები