Belive

კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთის ტოპ 14-ში

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ტოპ 14-ში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე იასპარეზებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლელო სარასენსის" მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი კარიერას ფრანგულ "აჟენში" გააგრძელებს. ფრანგული მხარის მტკიცებით, ქერდიყოშვილი "აჟენის" ღირსებას 2 სეზონის განმავლობაში დაიცავს. ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში, "აჟენი" კატასტროფულად ასპარარეზობს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ "აჟენი" მომავალ სეზონში პრო დ 2-ში დაქვეითდება.

 

სხვა სტატიები