Belive

"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო" - ლიონი ნინიაშვილსა და საღინაძეს მიმართავს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

დავით ნინიაშვილსა და ბექა საღინაძეს "ლიონმა" სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტი მიუძღვნა.

"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ლიონში დაბრუნდნენ. გილოცავთ, ჯენტლმენებო", - აღნიშნულია "ლიონის" პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. განახლებული ფორმატით ჩატარებული პირველი ტურნირის ფინალში, ბორჯღალოსნებმა პორტუგალია 38:11 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულეს მეთხუთმეტედ დაეუფლნენ.

სხვა სტატიები