Belive

ჯორჯ ნორსი მსოფლიო რაგბის ისტორიაში შევიდა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ჯორჯ ნორსი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში შევიდა. შაბათს, 27 თებერვალს, ექვსი ერის მესამე ტურის მატჩი შედგება, სადაც უელსი ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ძირითად შემადგენლობაში იქნება ჯორჯ ნორსი, რომელიც მსოფლიო რაგბის ისტორიაში გახდება ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე (28 წლის), რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ექნება ჩატარებული. ამ ფაქტის შესახებ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე უელსის ნაკრების თავკაცმა - უეინ პივაკმა ისაუბრა: "შაბათი ღირშესანიშნავი დღეა ჯორჯისთვის, მისი ასაკისთის ეს იდეალური მიღწევაა".  ჯორჯ ნორსს, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2010 წლის 13 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც სადებიუტო მატჩში თავი 2 ლელოთი გამოიჩინა. ამ გატანილი ლელოებით, იგი გახდა უელსის რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ლელო დადო (18 წლის და 214 დღის). ჯორჯ ნორსს, აქამდე ჩატარებულ 99 მატჩში თავი ლელოთი 42-ჯერ აქვს გამოჩენილი.

სხვა სტატიები