Belive

ჯეკ ნოუელი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას არ აპირებს

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

"ექსეტერის" გარემარბმა ჯეკ ნოუელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ აპირებს.

30 წლის მორაგბეს, რომელიც ამ ზაფხულს "ლა როშელს" შეუერთდება, ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ნოუელი მუხლის ტრავმას იშუშებდა და მარტის შემდეგ "ექსეტერის" მაისური მხოლოდ ჩემპიონთა თასზე მოირგო.

"არა, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ ვაპირებ. მინდა უბრალოდ დავისვენო. მუხლზე მკურნალობა მჭირდება. ცხადია, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ეს ჩემთვის და ჩმი ოჯახისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა." - განუცხადა ნოუელმა RugbyPass Offload-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში მოხვდა, სადაც სამოასთან, არგენტინასთან, იაპონიასთან და ჩილესთან ერთად იასპარეზებს. "ლომები" პირველ შეხვედრას არგენტინასთან გამართავენ. აღნიშნული მატჩი 9 სექტემბერს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები