Belive

ისტორიული გამარჯვება - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ინგლისი დაამარცხეს

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

1 ივნისს “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ქართული რაგბის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება (40:38) მოიპოვა და U20 მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩები ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა.

სანახაობრივ შეხვედრაში საწყის წუთებზე უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და 0:14 დაწინაურდნენ, თუმცა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მატჩის სადავეები მალევე იგდეს ხელთ და საბოლოოდ მეტოქე 2-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებას ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა RUGBYPASS გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველომ შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ინგლისის პირველი დაპირისპირება 27 მაისს გაიმართა. სანახაობრივ შეხვედრაში უმცროსი ბორჯღალოსნები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა, უკანასკნელ 10 წუთში 2 ლელო გაუშვეს და საბოლოოდ 36:41 დამარცხდნენ.

სხვა სტატიები