Belive

ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩს ნიკა ამაშუკელი განსჯის

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

სულ რამდენიმე წუთის წინ, გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო ჩემპიონისა და რეიტინგის პირველი ნომრის დაპირისპირებას ნიკა ამაშუკელი განსჯის.

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ არბიტრს მაღალი დონის ნაკრებების შეხვედრის გაძღოლა უწევს. საქართველოს საუკეთესო მსაჯმა 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯა. სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგა. ქრაისთჩერჩში ნიკა მთავარი მსაჯი იყო. ამაშუკელი ზელანდიაში მედანზე 3 სექტემბერს მეორე შეხვედრაზეც იყო. “ოლ ბლექსისა“ და „პუმების“ მორიგ დაპირისპირებაში, ჰემილტონში, ქართველმა უკვე გვერდით მსაჯად იმუშავა.

სხვა სტატიები