Belive

ირაკლი აფციაური, თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე ბორჯღალოსნებს დაემატნენ

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, ირაკლი აფციაური, თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე ბორჯღალოსნების მსოფლიოსთვის მოსამზადებელ შეკრებას დაემატნენ. 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების პირველ ეტაპს, შევარდენის სარაგბო ბაზაზე გადის, სადაც ინტენსიური ვარჯიშები მიმდინარეობს. მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, ბორჯღალოსნები 3 მატჩს გამართავენ.

12 და 19 აგვისტოს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთსა და აშშ-ს შეერკინება, რის შემდეგაც ედინბურგში გაემგზავრება და შოტლანდიას დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები