Belive

იოსებ ტყემალაძის სამძიმარი ზაალ გიგინეიშვილის ოჯახს

2 წლის წინ რაგბი
2 წთ

ქართული რაგბის მემატიანე და სარაგბო ტერმინების ქართული შესატყვისების შემქნელი, ზაალ გიგინეიშვილი, კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილ სიტყვებს რაგბის ქართველი ქომაგი ხშირად იყენებს: მღლეტელი, ბურჯი, მგეზავი, კვაჭი, აბრაგანი და სხვ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი – იოსებ ტყემალაძე ზაალ გიგინეიშვილის ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ქართულმა რაგბმა და საქართველომ უდიდესი მოამაგე, პირადად მან კი გულითადი მეგობარი დაკარგა.

“ქართულმა რაგბმა და საქართველომ უდიდესი მოამაგე, პირადად მე კი გულითადი მეგობარი დავკარგე. Instead of having a few jackpot-like games, Online Casino offers progressive https://clickmiamibeach.com/ games. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ პირადად ვიცნობდი ამ საოცრად განათლებულ, ქვეყანასა და რაგბზე უზომოდ შეყვარებულ, პატრიოტ ადამიანს – ზაალ გიგინეიშვილს. სწორედ ზალიკოს მსგავს ადამიანებზე იდგა და დგას ქვეყანა. ის იყო და მუდამ იქნება ჩემთვის მაგალითი – როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა, საქმე, რომელსაც ემსახურები. ამავდროულად, ესაა უდიდესი ტკივილი, დანაკლისი, რადგან აღარ მექნება შესაძლებლობა, ქართული რაგბისათვის უმნიშვნელოვანეს, გარდამტეხ პერიოდში, მისგან მივიღო ის ფასდაუდებელი რჩევები, რომელიც ქართული რაგბის წინსვლასა და განვითარებაში დამეხმარებოდა. გულითადი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს!”

სხვა სტატიები