Belive

იოსებ ტყემალაძე: "ამ წარმატებისთვის მრავალი წელი ვმუშაობდით..."

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

ის, რასაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა – რეალობად იქცა. ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” ევროპის “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში იასპარეზებს.

“ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონის წილისყა ლონდონში ჩატარდა და მონაწილე გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ. “შავი ლომი” მიწვეული გუნდი 2-ის სტატუსით, მესამე ჯგუფში: "კლერმონთან", "გლოსტერთან", "ედინბურგთან", "კასტრთან" და "სკარლეტთან" ერთად იასპარეზებს.

"შავი ლომის" "ჩელენჯ ქაჯში" მიღების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - იოსებ ტყემალაძემ, პირველი კომენტარი გააკეთა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ქართული რაგბისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი წელი ვმუშაობდით, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა.

მადლიერი ვართ ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) იმისთვის, რომ აიღო ლიდერობა და გამოავლინა ხედვა, რომელიც თამაშის სამომავლო გლობალური განვითარებისა და გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.

ჩემი პირადი მადლობა დომინიკ მაკკეის და მის გასაოცარ გუნდს შრომისმოყვარეობისა და მხარდაჭერისთვის". - იოსებ ტყემალაძე.

სხვა სტატიები