ილია სპანდერაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ილია სპანდერაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობიდან: ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური, ილია სპანდერაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე და აკაკი ტაბუცაძე მოხვდნენ.
შეგახსენებთ, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა. პარიზში გამართული ფინალური მატჩი, ბორჯღალოსანთა სრული დომინაციით წარიმართა, რაც ტაბლოზეც შესაბამისად აისახა - ბორჯღალოსნებმა მეტოქე 36:10 დაამარცხეს, ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს.
მთლიანობაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონის მე-16 ტიტული მოიპოვა.
🏅 🇬🇪 | You have elected Georgia's flanker Spanderashvili as player of the tournament. Congrats Ilia! 👏
— Rugby Europe (@rugby_europe) April 4, 2024
He’s been instrumental throughout their campaign to claim yet another men’s Championship. #REC24 pic.twitter.com/OqAsO6rfhW