Belive

გურამ პაპიძის ლელო ბაიონასთან | VIDEO

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის TOP 14-ის 21-ე ტურის შეხვედრაში, "ბაიონასა" და "პოს" დაპირისპირება შედგა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 20:30 დასრულდა.

"ბაიონას" რიგებში არ უასპარეზია კოტე მიქაუტეს - "პოს" ტრადიციულად ბექა გორგაძემ უკაპიტნა, ხოლო გურამ პაპიძე თამაშში მარქაფიდან ჩაერთო და 72-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი ლელო დადო.

"ბაიონას" წინააღმდეგ მოპოვებული პრინციპული გამარჯვების შემდეგ, "პომ" გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 37 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. TOP 14-ის 22-ე ტურში, "პო" "კლერმონს" უმასპინძლებს, ხოლო "ბაიონა" "ლა როშელს" ესტუმრება.

სხვა სტატიები