Belive

გიორგი კვესელაძე "შემოდგომის ერთა თასის" მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა!

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ გიორგი კვესელაძე დასახელდა. "ბორჯღალოსნების" შუამარბმა ხმების 88.8% მიიღო და ისეთ ძლიერ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ინგლისის ნაკრების ფლანკერი სემ ანდერჰილი, უელსის შუამარბი ჯონი უილიამსი და ფრანგთა ფულბეკი ბრის დულინი არიან. გარდა იმისა, რომ კვესელაძემ ირლანდიასთან შესანიშნავი ლელო დადო, იგი შეუდარებელი იყო დაცვაშიც და ირლანდიელთა ძლიერ ფორვარდებს არაფერი დაუთმო. კვესელაძის ბრწყინვალე პერფომანსს მსოფლიო რაგბის ლეგენდა, ირლანდიელი ბრაიან ო'დრისკოლიც გამოეხმაურა, და ევროპულ კლუბებს ახალგაზრდა "ბორჯღალოსანზე" დაკვირვება ურჩია. საქართველო ნაკრები ირლანდიასთან 23:10 დამარცხდა, ტურნირის ბოლო მატჩს "ბორჯღალოსნები" 5 დეკემბერს ფიჯისთან გამართავენ.    

სხვა სტატიები