Belive

გიგაშვილი და გორგაძე ტოპ 14-ის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

ბექა გიგაშვილი და ბექა გორგაძე ტოპ 14-ის თებერვლის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. "ტულონისა" და "პოს" ქართველმა ლეგიონერებმა თებერვლის თვეში თავი ბრწყინვალე ასპარეზობით გამოიჩინეს და თვის სიმბოლურში სრულიად დამსახურებულად მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ტულონმა" თებერვალში 3 მატჩი გამართა და სამივეში დამარცხდა, თუმცა, გიგაშვილი საკუთარ გუნდში გამორჩეული იყო და ის ერთადერთია, რომელიც სიმბოლურში მოხვდა. "პომ" გამართული 3 მატჩიდან ორის მოგება შეძლო - გორგაძე კი გუნდს ლიდერობდა.

ტოპ 14-ის თებერვლის სიმბოლური გუნდი

15. ტიბერიენი, 14. დაკუვაქა, 13. დეპორტერი, 12. დელბუი, 11. ეზალა, 10. კარბონელი, 9. კულილუ, 8. გორგაძე, 7. კასტრო-ფერეირა, 6. მაკალუ, 5. სტანიფორტი, 4. ნაკარავა, 3. გიგაშვილი, 2. ფაინგა'ა, 1. პენვერნი.

სხვა სტატიები