Belive

ფოკუსირება შავ ლომზე - გლოსტერის გვერდი ქართულ ფრენჩაიზზე წერს

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, ჩელენჯ ქაფზე "შავი ლომის" დებიუტი შედგება. ისტორიულ მატჩში, პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი, ინგლისურ "გლოსტერს" დაუპირისპირდება.

"შავ ლომთან" გასამართი მატჩის წინ, "გლოსტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც ფოკუსირებას ქართულ ფრენჩაიზზე ახდენს.

"შავი ლომი" პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზია, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე წარმატებით ასპარეზობს. ტურნირში რუმინეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ისრაელის, ბელგიის, ჩეხეთისა და ნიდერლანდების კლუბები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ "შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერ თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო და მიმდინარე სეზონშიც დამაჯერებლად თამაშობს.

"შავი ლომი" გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს და ჯგუფში "გლოსტერს", "სკარლეტსს", "კლერმონსა" და "კასტრს" დაუპირისპირდება. ჩვენი ყოფილი მოთამაშე - გიორგი კვესელაძე, ამჟამად "შავ ლომში" თამაშობს და მასთან ერთად შალვა მამუკაშვილი და ლუკა მატკავაც ასპარეზობენ. ფრენჩაიზის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი - ქართული რაგბის ლეგენდაა. მაისაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. -

სხვა სტატიები