Belive

ფიჯის მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ..."

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება შედგება.

ფიჯის ეროვნული ნაკრების 49 წლის მწვრთნელმა - სიმონ რაივალუიმ, საქართველოსა და ფიჯის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"შაბათს უდიდესი თამაში გველის. საქართველოს ნაკრები ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა, ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ და უდიდეს პატივს ვცემთ...

ფსიქოლოგიურად ურთულეს მატჩს ველოდებით და ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.

ალბათ შემადგენლობაზეც შეამჩნევდით, რომ ექსპერიმენტებს არ უნდა ველოდოთ. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს ნაკრები უძლიერესია და თუ თამაში პირველივე წუთებიდან ჩვენს სასარგებლოდ არ წავა, შემდეგ მობილიზება ძალიან გაგვიჭირდება.

მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა დავაყენე, რადგან პირველივე წუთებიდან მოვიპოვოთ უპირატესობა... - სიმონ რაივალუმ

საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:45 საათზე შედგება.

 

სხვა სტატიები