Belive

"ეს ჯოჯოხეთურად რთული სამუშაოა, რომელმაც ჩემს ოჯახს ჩამომაშორა" - ნიკა ამაშუკელი

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

Planet Rugby-მ ქართველ არბიტრთან ნიკა ამაშუკელთან ვრცელი ინტერიუ ჩაწერა. საუბრის ძირითადი ნაწილი ანალიზსა და მატჩისთვის მზადების პროცესს დაეთმო.

"ბევრ ადამიანს სჯერა, რომ უბრალოდ მოედანზე 80 წუთის განმავლობაში ვასრულებთ ჩვენს საქმეს და სულ ეს არის მსაჯობა. რეალურად ეს ყველაფერი სიმართლესთან ოდნავადაც არ არის ახლოს. ზედიზედ მეათე კვირაა, რაც სახლიდან გასული ვარ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი დროის ყოველი მომენტი პროფესიონალურ მომზადებას ეთმობა. ეს არის როგორც ფიზიკური და ტექნიკური, ისე გონებრივი მზადების პროცესი. ეს ჯოჯოხეთურად რთული სამუშაოა, რომელმაც ჩემს ოჯახს ჩამომაშორა. "

ტურნირების წინ, მსაჯები, როგორც მოთამაშეები ერთად ვვარჯიშობთ, რომ უკეთ შევეწყოთ ერთმანეთს. ყველა მსაჯს ყავს პერსონალური მწვრთნელი-მენტორი. ჩემს შემთხვევაში ეს ყოფილი ირლანდიელი მსაჯი დევიდ მაკჰიუა. სიმართლე ვთქვათ, რომ რაგბი ძალიან რთულად გასაგები სპორტია. როდესაც მატჩები ძალიან ინტენსიურია და პირველი წუთიდან მე-80 წუთამდე ბრძოლა მიდის, გადაწყვეტილებების მიღება ხშირად რთლია. ამისთვის კი ადამიანია საჭირო, რომელიც დაგეხმარება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემოდგომის მატჩების წინ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი ტენდენციები, დიდი საკითხები, კარგი და ცუდი პუნქტები და რა იყო გასაუმჯობესებელი ნოემბრის მატჩებამდე. მაგალითად, დარსი სვეინის მომენტი."

"ჩვენ ეს მომენტი კამერის დახმარებით განვიხილეთ და საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ცხადია, გვესმის, რომ იქნება კრიტიკა. ეს ყოველთვის ასე იყო და სპორტისთვის უცხო არ არის. თუმცა, როდესაც კრიტიკოსები სცილდებიან იურიდიულ და სოციალურად მისაღების ფარგლებს და შეურაცხყოფას აყენებნ ოჯახს, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ეს უბრალოდ არ არის ნორმალური - ეს ირაციონალურია."

"მატჩის შემდეგ არბიტრები ვიკრიბებით და გარკვეულ ეპიზოდებს განვიხილავთ. საბოლოო ანგარიში ძალიან დეტალურია. დრო კოდირებულია, ჯარიმები ზუსტად არის ჩანიშნული, ყოველი არასწორი სასტვენი და შეჩერებული თამაში შეფასებაზე მოქმედებს."

დასასრულს, იმედი მაქვს, თქვენს მკითხველს ავუხსენი, თუ რამდენად რთული და დეტალურია ჩვენი მიმოხილვები, ასევე, რამდენად სერიოზულად და პროფესიონალურად ვემზადებით მატჩისთვის. ჩვენ ბევრს ვდებთ ჩვენს საქმეში და მაქსიმალურად ვემზადებით, რათა ხელი შევუწყოთ თამაშის განვითარებას. რეალობა ისაა, რომ ჩვენ გვიყვარს რაგბი და მისით სიამოვნებას ვიღებთ. სრულყოფილები ვართ? ალბათ არა, მაგრამ ჩვენ ყველანი მზად ვართ ვიყოთ საუკეთესონი."

სხვა სტატიები