Belive

დუდუ ქუბრიაშვილი XII ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს ნაკრები მორაგბე, დუდუ ქუბრიაშვილი top 14-ის XII ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.  "გრენობლისა" და საქართველოს ნაკრების პირველ ხაზელი კარგ ფორმაში იმყოფება. მან ბოლო ტურის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. "გრენობლმა" ქუბრიაშვილის ყოფილი გუნდი, "მონპელიე" დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 17:16 დაამარცხა. "გრენობლი" XII ტურის შემდეგ, 19 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. "Top 14"-ს კი 43 ქულით "კლერმონი" ლიდერობს.

სხვა სტატიები