Belive

დიდი იმედგაცრუება | რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალია გახდა

5 საათის წინ რაგბი
1 წთ

ესპანეთში გამართულ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ეს ტურნირი 17-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ამის გაკეთება ზედიზედ მეცხრედ შეეძლო, აუტსაიდერ პორტუგალიის ნაკრებთან 17:19 დამარცხდა.

ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 12:3 მოიგეს, თუმცა მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში, ყველასთვის გასაკვირად, პორტუგალიელები დომინანტები იყვნენ. ჩვენ 3 ლელო გავიტანეთ, მოწინააღმდეგემ კი მხოლოდ ერთი, თუმცა პორტუგალიელები პრაგმატულად იყენებდნენ საკუთარ ჯარიმებს და 4-ჯერ მოახერხეს ჩვენს ძელებს შორის გატანა.

პორტუგალია ისტორიაში მეორედ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. მათ ეს 2004 წელს მოახერხეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრა ესპანეთმა რუმინეთს მოუგო (29:23).

სხვა სტატიები