Belive

დავით ნინიაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილი ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

Belive დავითს დაუკავშირდა და ინფორმაცია პირადად მასთან გადაამოწმა. ქართველი მორაგბის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება არ ემუქრება.

ნინიაშვილმა ტრავმა ,,ლიონსა'' და ,,სტად ფრანსეს'' შორის ჩელენჯ ქაფის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში მიიღო. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მას ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად გავრცელებული 4 კვირის ნაცვლად, ახალგაზრდა მორაგბე 2-დან 3-თვემდე იუქმებს.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 8 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, პარიზში, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები