Belive

დავით ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მიიღო

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ლიონის'' მორაგბეს, დავით ნინიაშვილს, Midi Olympique-ს, ფრანგული რაგბის ოსკარი გადაეცა.

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა აღნიშნული ჯილდო ,,ბორჯღალოსნების'' წარმომადგენელმა მიიღო - პირველად რაგბის ოსკარით ლეგენდარული მამუკა გორგოძე დააჯილდოვეს.

დავით ნინიაშვილი ,,ლიონში'' 2021 წლიდან თამაშობს. Top 14-ის მიმდინარე სეზონში ქართველი მორაგბის გუნდი 21 ტურის შემდეგ, 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა.

Oscars du Midi olympique წამყვანი ფრანგული სარაგბო გაზეთის - Midi Olympique-ს მიერ დაწესებული ჯილდოა. 1954 წლიდან ყოველ წელს ამ გაზეთის ჟურნალისტები და მისი მკითხველები საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ასახელებენ.

სხვა სტატიები