Belive

დავით ნინიაშვილმა მის ტრავმაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი ტრავმირებულია და მოედანზე გარკვეული პერიოდი ვეღარ დაბრუნდება. გამოკვლევების შედეგად, ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა. თავდაპირველი ინფორმაციით მას 4 კვირის გამოტოვება მოუწევდა,თუმცა, საბოლოოდ რეაბილიტაციის პერიოდმა 3 თვემდე აიწია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინიაშვილმა ფეხზე ფიქსატორი მოიხსნა და მოედანზე მსუბუქ ვარჯიშს 2 კვირაში დაუბრუნდებოდა. მორაგბესთან საუბრის შემდეგ, გავარკვიეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ წარმოადგენდა და დავითი კვლავ განაგრძობს რეაბილიტაციას.

სხვა სტატიები