Belive

დავით ნინიაშვილის ტრავმა ნავარაუდებზე მძიმე აღმოჩნდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ვარსკვლავი - დავით ნინიაშვილი, მოედანზე დაბრუნებას 2-3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად გავრცელებული 4 კვირის ნაცვლად, ახალგაზრდა მორაგბე 2-დან 3-თვემდე იუქმებს.

შეგახსენებთ, დავით ნინიაშვილმა, ტრავმა “ჩელენჯ ქაფის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში მიიღო. 1/8-ფინალურ შეხვედრაში, “სტად ფრანსესა” და “ლიონის” დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით – 24:41 დასრულდა. დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის “ლიონი” “ჩელენჯ ქაფის” გასული სეზონის ტრიუმფატორია.

სხვა სტატიები