Belive

დავით ნინიაშვილი TOP 14-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" მორაგბე - დავით ნინიაშვილი, TOP 14-ის მე-19 ტურის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გასულ ტურში, "ლიონმა" შინ "რასინგი" მიიღო და 34-ქულიანი სხვაობით 45:11 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ტალანტს - დავით ნინიაშვილს, რომელმაც მატჩის 43 წუთზე საოცარი ლელო დადო. მატჩის 74-ე წუთზე კი მან მეორე ლელო მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

331776678_756675879459551_3580680452644292643_n

შეგახსენებთ, რომ "ლიონი" ამ გამარჯვებით TOP 14-ის ცხრილში მესამე პოზიციაზე გადავიდა.

.

სხვა სტატიები