Belive

დავით ნინიაშვილი: "სტილი შევიცვალე და ყველაფერი კარგად მიდის"

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

TOP 14-ის მე-20 ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ლიონი" და "ბაიონა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დავით ნინიაშვილმა მძიმე შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეხვედრის 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილი მეტოქე მორაგბეს ძალიან ცუდად შეეჯახა, ამ მომენტის შემდეგ ნინიაშვილი მინდორზე დაეცა და რამდენიმე წამი უგონოდაც იყო. საბედნიეროდ, ნინიაშვილმა მხოლოდ 2 თამაში გამოტოვა და მინდორს ლელოთი დაუბრუნდა. ბოლო ტურის შეხვედრაში 'ნინი' ულვაშის გარეშე გამოგვეცხადა და ლიონს 'მონპელიესთან' მოაგებინა.

მატჩის შემდეგ, TOP14-ის კორესპონდენტმა დავითს სწორედ შეცვლილი იმიჯის შესახებ ჰკითხა.

თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხოლოდ 2 კვირა გამოვტოვე და დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ.

- რას იტყვი შენს ახალ იმიჯზე?

- კი, მე უბრალოდ სტილი შევიცვალე. აქამდე გრძელ თმას ვატარებდი, შევიჭერი და ულვაშიც არ მოუხდა.

- კარგი, როცა ისევ გაგეზრდება პირველი ვიქნები, ვინც გნახავს - დიალოგი ნინიაშვილსა და კორესპონდენტს შორის

TOP14-ში ლიონი მე-6 ადგილს იკავებს და პლეი ოფის ზონაშია, ნინიაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 'კლერმონის' წინააღმდეგ ჩაატერებს.

სხვა სტატიები