დაბრუნება 2-წლის შემდეგ | უელსმა ნაკრებში ლუის რის-ზემიტი გამოიძახა
უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ მატჩებისთვის ემზადება. უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა - სტივ სტენდიმ, 39-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ლუის რის-ზემიტი მოხვდა, რომელიც ამერიკული ფეხბურთიდან 2 თვის წინ რაგბს დაუბრუნდა.
🚨 𝘾𝙖𝙧𝙛𝙖𝙣 𝘾𝙮𝙢𝙧𝙪 🏴
— Welsh Rugby Union 🏴 (@WelshRugbyUnion) October 21, 2025
Here is your 3️⃣9️⃣-man squad for our 2025 @QuilterNations campaign 💪⤵️#CymruAmByth | #QuilterNationsSeries
უელსის მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში 4 ტესტს მატჩს გამართავს, სადაც მათი მეტოქე შემდეგი ნაკრებები იქნებიან - არგენტინა, იაპონია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის უნიჭიერესი უელსელი მორაგბე რაგბში ოფიციალურად 2 თვის წინ დაბრუნდა - მან 2 წლით ბედი ამერიკულ ფეხბურთში სცადა, სადაც თავდაპირველად მარტში კანზას სიტი ჩიფსთან კონტრაქტი გააფორმა, აგვისტოში კი ჯექსონვილ იაგუარსის წინააღმდეგ წინასასეზონო მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ჩიფსის 53 კაციან გუნდში ვერ მოხვდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა კონტრაქტი, რათა ფართო მიმღების პოზიციაზე ეთამაშა, თუმცა მთელი 2024 წლის სეზონი სავარჯიშო გუნდში გაატარა. NFL-ის თამაშში ვერ მონაწილეობის შემდეგ, რის-ზემიტს კონტაქტი აღარ გაუხანგრძლივეს.
შეგახსენებთ, 24 წლის ლუის რის-ზემიტს უელსის მორაგბეთა ნაკრების კეპი 31 შეხვედრაში აქვს მოხვეჭილი, სადაც 14 ლელოს გატანა შეძლო. რის-ზემიტმა სადებიუტო სანაკრებო ლელო ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გაიტანა, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე კი 3 ლელო გაგვიტანა და "დრაკონების" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.