Belive

გელა აფრასიძისა და მიხეილ ნარიაშვილის მონპელიე Top 14-ის ჩემპიონი გახდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

Top 14-ის ფინალში ,,მონპელიემ'', სადაც ორი ქართველი მორაგბე, გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი, თამაშობს, ლევან ჩილაჩავას ,,კასტრი'' 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ,,მონპელიემ'' გარდამტეხი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა - მეტოქეს სამი ლელო დაუდო და 23:3 მოუგო, მეორე ნახევარი კი 6:7 დათმო. ჩემპიონთა რიგებში ითამაშა გელა აფრასიძემ, რომელიც მატჩში 58-ე წუთიდან ჩაერთო. შემადგენლობაში არ ყოფილა მიხეილ ნარიაშვილი (ქართველი მორაგბე სეზონის დასრულების შემდეგ მონპელიეს დატოვებს), ლევან ჩილაჩავა კი მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა. აფრასიძისთვის განსაკუთრებით წარმატებული ნახევარფინალური შეხვედრა გამოდგა, სადაც ,,ბორდოსთან'' 55 და 57 მეტრიდან ორი ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.


სხვა სტატიები