Belive

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიხეილ ნარიაშვილი მონპელიეს დატოვებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, მიხეილ ნარიაშვილი ,,მონპელიეს'' დატოვებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც მიშა გუნდს შემოუერთდა, მონპელიეს ღირსებას ამაყად იცავს. ფრთხილი და შრომისმოყვარე, მამუკას წასვლის შემდეგ, ჩვენი ქართველების ,,მამა'' გახდა. ყოველთვის ბრძოლის შუაგულში, ნარიაშვილი წლების განმავლობაში ითვლებოდა მონპელიესა და საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს მორაგბედ, რომელმაც ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. მიშა, რომელსაც ჩვენი გუნდის მაისურით 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული, გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. მას მოედანზე და მის მიღმა წარმატებებს ვუსურვებთ. მადლობა, მიშა!'' - წერია მონპელიეს ვებგვერდზე.
მიხეილ ნარიაშვილი ,,მონპელიეში'' 2010 წლიდან თამაშობს. ქართველ მორაგბეს ფრანგული გუნდის მაისურით 200-ზე მეტი მატჩი აქვს გამართული.

სხვა სტატიები