Belive

მე-10 ქართველი - ბარბაროსებმა დავით ნინიაშვილი გამოიძახეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
ერთ-ერთი უძველესი სარაგბო კლუბის, ,,ბარბაროსების'' შემადგენლობაში მე-10 ქართველი მორაგბე - დავით ნინიაშვილი ითამაშებს. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
,,მაგარი ამბავი! დავით ნინიაშვილი მე-10 ქართველი ბარბაროსი გახდება! მსოფლიოს უძველესმა და ლეგენდარულმა წვეულმა კლუბმა, Barbarian FC-მა ნინიაშვილი ინგლისის წინააღმდეგ გამოიძახა,'' - წერია რაგბის კავშირის ფეისბუკ-გვერდზე.
,,ბარბაროსები'' 19 ივნისს ლონდონში, ,,თვიქენჰემზე'', ინგლისის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. ნინიაშვილამდე ლეგენდარული კლუბის შემადგენლობაში დავით ქუბრიაშვილს, დავით კაჭარავას, გოდერძი შველიძეს, მამუკა გორგოძეს, დავით ზირაქაშვილს, კოტე მიქაუტაძეს, მიხეილ ნარიაშვილს, ანტონ ფეიქრიშვილსა და გიორგი ხარაიშვილს აქვთ ნათამაშები.
#Baabaass Update ⚫️⚪️ მაგარი ამბავი! დავით ნინიაშვილი მე-10 ქართველი ბარბაროსი გახდება! მსოფლიოს უძველესმა და... Posted by Georgian Rugby on Saturday, 11 June 2022

 

სხვა სტატიები