Belive

დავით ნინიაშვილი და ბექა გიგაშვილი Actu.fr-ის ვერსიით Top 14-ის სეზონის გუნდში მოხვდნენ

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

ფრანგულმა გამოცემამ - Actu.fr-მა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 2022-2023 წლების სეზონის სიმბოლური თხუთმეტეული დაასახელა, სადაც ორი ქართველი მორაგბე - დავით ნინიაშვილი (ლიონი) და ბექა გიგაშვილი (ტულონი), მოხვდა.

,,დავით ნინიაშვილი - ის 2021-2022 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. ამ სეზონში, ტრავმის მიღებამდე, დავით ნინიაშვილმა სულ რაღაც 12 თამაშში 7 ლელო დადო. ქართველ მორაგბეს ნათელი მომავალი ელის. მართლაც, ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და სავარაუდოდ, ,,ლიონში'' თამაშს კიდევ რამდენიმე წელი გააგრძელებს.

ბექა გიგაშვილი - როცა ბექა გიგაშვილი მოედანზეა, მისი შეუმჩნევლად დატოვება შეუძლებელია. მისი ტატუები და ფიზიკური მონაცემები ისეთივე ფეთქებადია, როგორც მისი თამაში. შთამბეჭდავია შერკინებაში და ასევე ძალიან კარგია ბურთით თამაშში. სანამ საქართველო 6 ერს შეურთდება, მისი გამორჩეული სეზონის შემდეგ, მან მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებს უნდა ულიდეროს,'' - წერს Actu.fr-ი.

Actu.fr-ის ვერსიით Top 14-ის სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

15. ჟულიენ დუმორა (კასტრი) ან ტომას რამოსი (ტულუზა)

14. დავით ნინიაშვილი (ლიონი)

13. ემილიენ გაილეტო (პო)

12. ჯოსუა ტუისოვა (ლიონი)

11. სანტიაგო კორდერო (ბორდო)

10. კამილ ლოპესი (ავირონ ბაიონე)

9. ანტუან დიუპონი (ტულუზა)

8. ალექსანდრ რუმა (ტულუზა)

7. რომენ ბრიატე (სტად ფრანსე)

6. ესტებან აბადი (ბრივი)

5. ემანუელ მიფო (ტულუზა)

4. ტომას კეიტე (ავირონ ბაიონე)

3. ბექა გიგაშვილი (ტულონი)

2. პიერ ბურგარი (ლა როშელი)

1. რედა ვარდი (ლა როშელი)

სხვა სტატიები