საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის მესამე ხაზელი (,,ფლანკერი'') - ბექა საღინაძე კარიერას Top 14-ის გუნდ ,,ლიონში'' გააგრძელებს. ინფორმაციას leprogres-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქართველმა მორაგბემ ფრანგულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საღინაძე 2018 წლიდან Pro D2-ის გუნდში, ,,ორიაკში'' თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ბექამ საფრანგეთის მეორე ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა.