Belive

ჩელენჯ ქაფი | შავი ლომის პირველი მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

მომავალ სეზონში “შავი ლომი” ისტორიას დაწერს, როდესაც გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2023/24 წლების სეზონში, “შავი ლომი” მიწვეული გუნდის სტატუსით “ჩელენჯ ქაფზე” იასპარეზებს.

EPCR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც “შავი ლომის” ისტორიას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას ეხება. პირველი ქართული ფრენჩაიზი მესამე ჯგუფში: ორი ყოფილი ჩემპიონის – “გლოსტერისა” და “კლერმონის”, ასევე “კასტრისა” და “სკარლეტსის” წინააღმდეგ იასპარეზებს.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "შავი ლომი" პირველ საშინაო მატჩს 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, "გლოსტერის" წინააღმდეგ გამართავს. ქართულ - ინგლისური დაპირისპირება "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება.

სხვა სტატიები