Belive

ბორჯღალოსნების მეტოქეს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 100 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არეულობაა – ჯოშ ნავიდის, ალუნ ვინ ჯონსის, რის ვების, ჯასტინ ტიპურიკისა და რის ქეარის შემდეგ, უელსს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგები კორი ჰილმა დატოვა. მიზეზი ამჯერადაც იგივეა, რაც რის ვების შემთხვევაში - კორი ჰილმა აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ თამაშის შესაძლებლობის გამო მიიღო.

"შეძრწუნებული ვარ იმ გარემოებით, რომ უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დატოვება მიწევს, მაგრამ მივიღე შესაძლებლობა, რომელზეც უარს ჩემი ოჯახის გამო ვერ ვიტყვი. რაგბის მსოფლიო თასზე ბიჭებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ უელსის კვართს მომავალში კვლავ მოვირგებ", - კორი ჰილი.

32-კეპიანი მორაგბის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, გეტლენდს მეორე ხაზში არჩევანი მკვეთრად შეუმცირდა. სპეციალისტის განკარგულებაში უილ როულენდსი, ადამ ბერდი, დეფიდ ჯენკინსი, ბენ კარტერი, რის დევისი, ტედი უილიამსი და კრისტ ტშიუნზა დარჩნენ.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ფიჯისავსტრალიისსაქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები