Belive

ბორჯღალოსნები | საქართველო სამოას წინააღმდეგ დაირაზმა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამოას დაუპირისპირდება.

12 ნოემბერს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოსა და სამოას სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. რიგით მეორე საშემოდგომო ტესტ-მატჩისათვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველო ურუგვაის დაუპირისპირდა და 34:18 გაიმარჯვა. აღნიშნულ მატჩში, ბექა გორგაძემ 3 ლელოს დადება შეძლო.

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 15 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 90 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 101 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 36 კეპი, 293 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 68 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 33 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 24 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 3 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 40 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 75 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 35 კეპი, 50 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 29 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 37 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 91 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 3 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (უკეპო); 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 3 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 16 კეპი, 20 ქულა); 21. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 1 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 19 ქულა, 45 ქულა).

სხვა სტატიები