Belive

ბორჯღალოსნები რეიტინგში კვლავ დაქვეითდნენ

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არასახარბიელო ასპარეზობას განაგრძობს. ავსტრალიასთან მარცხის (35:15) შემდეგ, ბორჯღალოსნებს პირველი გამარჯვების მოპოვება პორტუგალიასთან შეეძლოთ, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა.

პირველი ტაიმის სტარტზე და მთელი ტაიმის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ საქართველო პორტუგალიას ვერ დაამარცხებდა, თუმცა, მეორე ტაიმში მოვლენები რადიკალურად განსხვავებული სცენარით განვითარდა და მატჩი ფრედ, 18:18 დასრულდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მარცხს გადავურჩით - ბოლო წუთზე პორტუგალიამ ჯარიმის გატანა ვერ შეძლო. ცალკე საუბრის თემაა ის გარემოება, თუ საერთოდ როგორ მოიპოვა პორტუგალიამ ჯარიმა, მაგრამ ამაზე საუბარი და დამნაშავეების ძიება შორს წაგვიყვანს და სამომავლოდ გადავდოთ...

პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 1.14 სარეიტინგო ქულა დაკარგეს და მსოფლიო რაგბის რეიტინგში, რომელიც ოფიციალურად 25 სექტემბერს განახლდება 1 პოზიციით დაქვეითდნენ. ამ დროისთვის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 73.18 ქულით, მსოფლიო რაგბის რეიტინგის მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

ფოტო: ლევან ვერძეული

სხვა სტატიები