Belive

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

დასრულდა რაგბი ევროპის მორიგი სეზონი და ტრადიციულად ჩემპიონი საქართველოს ნაკრები გახდა. "ბორჯღალოსნებმა" ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად – 38:11 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს მე-100 გამარჯვება ტურნირზე, 2000 წლიდან დღემდე ჩატარებულ 118 შეხვედრაში. ჩვენმა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ტურნირის დასრულების შემდეგ, საჭიროა საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა. აღნიშნული ტიტულისთვის 3 ქართველი მორაგბე - აკაკი ტაბუცაძე, მერაბ შარიქაძე და ვასილ ლობჟანიძე იბრძვიან. საუკეთესოს გამოვლენა ხმის მიცემის საშუალებით მოხდება, რომელიც რაგბი ევროპის ვებგვერდზე იმართება.

სხვა სტატიები