ბორჯღალოსნები ნოემბერში 3 ტესტ მატჩს გამართავენ
4 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ზაფხულის ტესტ-მატჩები ოფიციალურად დასრულებულია - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩები ჩააგდეს. 3/3 მარცხი, თუმცა თამაშის ხარისხიც ძალიან დაბალი იყო.
უკვე ვიცით, რომ "ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტ-მატჩებზე 3 მატჩს ჩაატარებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე ტესტ-მატჩი საქართველოში ჩატარდება.
საქართველო Vs. სამოა | 8 ნოემბერი
საქართველო Vs. აშშ | 15 ნოემბერი
საქართველო Vs. იაპონია | 22 ნოემბერი
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ სტადიონებსა და ქალაქებში გაიმართება მატჩები, თუმცა ვიცით, რომ სამივე თამაშს საკუთარ კედლებში ჩავატარებთ.